2017-09-30 14:53:28, 2071 ნახვა
საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობა“ 2 ოქტომბერს თბილისის მერიასთან აქციას გამართავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორშაბათს, 14:00 საათზე, თბილისის მერიასთან აქციას გამართავს.
ამის შესახებ პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გვინდა მკაფიოდ ვუთხრათ ხელისუფლებას და მის უკან მდგარ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ დავუთმობთ ბოტანიკურ ბაღს. ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ 1 ლარად გადაეცეს ნახევარი თბილისი. ორშაბათს 14:00 საათზე, ვიკრიბებით თბილისის მერიასთან. ვიწვევთ ყველას, ვინც გვიჭერს მხარს, ვინც უჭერს მხარს თბილისს. ჩვენ ვეუბნებით არას თბილისში გამეფებულ უკანონობას და ბიძინა ივანიშვილის თავგასულობას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, დედაქალაქის საკრებულომ გუშინდელ სხდომაზე პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას მხარი დაუჭირა.
ავტორი: ,