|
2017-09-29 18:22:47, 2168 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა კონსტრუქციულად შეაფასა
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მხოლოდ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. კერძოდ, ეს საკითხები იყო: საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2018 წლისათვის; 2. სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები; ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი; საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა; საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის პროექტის საკვანძო საკითხები; საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა და იქ არსებული უსაფრთხოების გარემო; რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე; მზადება ნატო-ს მომავალი სამიტისათვის. პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა: "შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი განვიხილეთ. პირველ რიგში ეს იყო შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა, ეს დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნა დასამტკიცებლად. ასევე, ვისაუბრეთ ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატებზე, იმ პროგრესზე, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება. ვისაუბრეთ ნატოს მომავალი სამიტის დაგეგმვის პროცედურებზე, საქართველოს თავდაცვის საკითხებზე. ამასთან, განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება",-აღნიშნა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)