18:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 17:18:00, 3170 ნახვა

საზოგადოება
საკრებულომ მიწებთან დაკავშირებულ საკითხს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა, მხარი დაუჭირა

დედაქალაქის საკრებულომ  დღევანდელ სხდომაზე პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას მხარი დაუჭირა.

აღნიშნული საკითხის მომხრე 28 დეპუტატი იყო, ხოლო წინააღმდეგი 3.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად და თაბორის მთაზე 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე საირიგაციო სისტემის მშენებლობისთვის ლანდშაფტური ზონის ცვლილება განხორციელდა.

ცნობისთვის, კენჭისყრა და საკითხის განხილვა საკრებულოში დაპირისპირების ფონზე წარიმართა. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საკრებულოს მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარედ და თაბორის მთაზე მიწის გადაცემის საკითხის განხილვამ ოპოზიციის უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. ხმაურის გამო, სხდომა თითქმის 2 საათის განმავლობაში ვერ იწყებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დაცვამ ოპოზიციის წევრები დარბაზიდან გააძევა, სხდომა განახლდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics