|
2017-09-28 20:39:05, 1996 ნახვა
პოლიტიკა
ზაზა მელიქიძე: საზოგადოებასთან ერთად, იმ პროექტებს განვახორციელებ, რომლის საჭიროებაც დღეს ახალციხეშია
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის ზაზა მელიქიძე პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ახალციხეში, რეგიონის მერობის დანარჩენ ხუთ კანდიდატთან ერთად წარადგინა. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიყო ახალციხის მერობის კანდიდატი. ეს მართლაც დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც ნამდვილად გათავისებული მაქვს. რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან ერთად, დავგეგმავ და განვახორციელებ იმ პროექტებს, რომლის საჭიროებაც დღეს ახალციხეშია“, - განაცხადა ზაზა მელიქიძემ. 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატი ექვსივე მუნიციპალიტეტში ეყოლება. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია იქნება, ახალციხის - ზაზა მელიქიძე, ადიგენის - ზაქარია ენდელაძე, ასპინძის - როსტომ მაგრაქველიძე, ახალქალაქის - იურიკ უნანიანი, ხოლო ნინოწმინდის - ანივარდ მოსოიანი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)