|
2017-09-28 16:18:07, 2337 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე არ მივიდნენ
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ. დღევანდელი შეხვედრის თემა საკონსტიტუციო ცვლილებებია. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე მათივე ინიციატივის განსახილველად „ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, კონსულტაციების გამართვა გუშინ შესთავაზა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სასახლეში ჯერ არ გამოჩენილან. სავარაუდოდ, ისინი დღევანდელ შეხვედრაზე მისვლას არ აპირებენ. როგორც ცნობილია, მათთვის შეხვედრის ეს ფორმატი მიუღებელია. საპარლამენტო უმრავლესობას სურს საკუთარი ინიციატივის განსახილველად პრეზიდენტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგნელების გარეშე შეხვდეს. შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს შესთავაზა, ვეტოს უფლება კონსტიტუციური კანონის პროექტის მხოლოდ იმ ნაწილებზე გამოიყენოს, რომლებიც ბონუსის სისტემის გაუქმებას და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნებას ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)