18:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 13:33:13, 1887 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი ლიტვის გაერთიანებული შტაბის უფროსს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ლიტვაში გრძელდება. დღეს, ლევან იზორიასა და ქართული დელეგაციის წევრებს ლიტვის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვიტალიუს ვაიკშნორასმა უმასპინძლა.  მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობა და პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ლიტვის გამოცდილების გაზიარებაზე თავდაცვის ეროვნული გეგმის მომზადების პროცესში. ლიტვის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებს.

ლიტვის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვიტალიუს ვაიკშნორასი საქართველოში ვიზიტს მომავალ კვირას გეგმავს.

ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ლევან იზორიამ ასევე, მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - „აღმოსავლეთ პარტნიორები ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში - ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის დანერგვა პრაქტიკაში".

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics