18:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 12:59:01, 2128 ნახვა

საზოგადოება
დირიჟორს, რომელმაც აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში ცხინვალში კონცერტი გამართა, თბილისში ჩამოსვლა სურს

სანკტ-პეტერბურგის "მარიას თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელი ვალერი გერგიევი „დიდი კავკასიის“ რეგიონში შემოქმედებითი პროექტების განხორციელებას გეგმავს, - ამის შესახებ Iz.ru იუწყება.

როგორც გერგიევმა ვლადიკავკაზში კავკასიური ფესტივალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აუცილებელია უმწვავესი წინააღმდეგობების დაძლევა, რომელიც 15-20 წლის განმავლობაში შეიქმნა.

„დიდ კავკასიას არ ვყოფთ. ვოცნებობ იმაზე, რომ ფესტივალი მთელ კავკასიაში ჩატარდეს. მინდა, რომ კავკასიის დიდმა რეგიონმა ძველი ურთიერთობების აღდგენა კვლავ შეძლოს. მინდა ფესტივალი ჩატარდეს, საინგილოში, ჩეჩნეთში, დაღესტანში, დონის-როსტოვში, ბაქოში, ერევანში, თბილისში, სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში. „დიდი კავკასიის“ რეგიონის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ნებისმიერ ქალაქში - ვლადიკავკაზში, ბათუმში, ბაქოსა თუ ერევანში - ერთ სცენაზე ერთად გამოვიდნენ. აუცილებელია უმწვავესი წინააღმდეგობების დაძლევა, რომელიც 15-20 წლის განმავლობაში შეიქმნა და ამას მუსიკოსებზე უკეთ ვერავინ მოახერხებს. საქართველოში ეს ყველაზე რთული იქნება, ბუნებრივი მიზეზების გამო, თუმცა ამ გზით ვცდილობ, კოლეგებს შორის კავშირების გამყარებას. სრულიად აპოლიტიკურები ვართ“, - განაცხადა გერგიევმა.

ცნობისთვის, ვალერი გერგიევმა ოკუპირებულ ცხინვალში, ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, 22 აგვისტოს კონცერტი გამართა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics