|
2017-09-28 10:16:00, 2430 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქურდობის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.დ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ საბანკო პლასტიკურ ბარათს გაურკვეველ ვითარებაში დაეუფლა და მისი გამოყენებით, მიმდინარე წლის 23 ივლისს, რვა ეტაპად, სხვადასხვა რაოდენობის თანხა გადარიცხა Crystalbet.com-ის მის მიერ შექმნილ ანგარიშებზე, ხოლო მიმდინარე წლის 23 და 24 ივლისს - დარჩენილი თანხით სხვადასხვა სუპერმარკეტში საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან, აღნიშნული პლასტიკური ბარათი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)