|
2017-09-27 22:14:05, 4345 ნახვა
კულტურა
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალში სოხუმის დრამატული თეატრი მონაწილეობს
ერევანში მეთხუთმეტედ აიღებს სტარტს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი HIGH FEST, ( „HIGH FEST International Performing Arts Festival“), სლოგანით „We are 15 years old young“. მასში მონაწილეობას მიიღებს 20 ქვეყანა. დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, იტალია, ბულგარეთი, პოლონეთი, ისრაელი, გერმანია. ფესტივალი 1 ოქტომბერს გაიხსნება და 8 ოქტომბრამდე გასტანს. ფესტივალს გახსნის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლით ხანოხ ლევინის ,,იაკიში და პუპჩე". აღნიშნული სპექტაკლის პრემიერა შედგა 2017 წლის 21 ივლისს რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც მას მიენიჭა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ფესტივალის მთავარი პრიზი და სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დასახელებულ იქნა როგორც ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი. ეს არის პირველი კორპროდუქცია, რომელიც სოხუმისა და ფოთის თეატრების თანამშრომლობით განხორციელდა. სევდიანი კომედია მახინჯი და ღარიბი იაკიშის შესახებ, რომელსაც ცოლად რთავენ ასევე მახინჯსა და ღარიბ პუპჩეს, ხოლო ქორწინების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ წყვილს ხორციელთათვის წმინდა მცნების „ინაყოფიერეთ და გამრავლდით“, აღსრულება არ შეუძლიათ.... რეჟისურა, სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება დავით საყვარელიძის.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)