|
2017-09-27 18:24:47, 2338 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრი ემირ კუსტურიცას ვიზიტზე: ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში
სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული, 8 დეკემბერს თბილისს ეწვევა და სპორტის სასახლეში კონცერტს გამართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო კანონის ფარგლებში იმოქმედებს. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას უშვებს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ცხინვალის რეგიონში - გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. სავარაუდოდ, ემირ კუსტურიცას საქართველოში შემოსვლისას პრობლემები არ შეექმნება, ვინაიდან ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის ხანდაზმულობის ვადა 6 წლით არის განსაზღვრული, კუსტურიცა კი, ბოლოს ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2009 წელს იმყოფებოდა. როგორც მაშინ რეჟისორმა განმარტა, ის 2008 წლის აგვისტოს ომზე ფილმის გადაღებას აპირებდა და ადგილზე საჭირო მასალების შესაგროვებლად ჩავიდა. ვიზიტის დროს რეჟისორმა საქართველო-ოსეთის კონფლიქტის დროს გარდაცვლილთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სეპარატისტულ ხელისუფლებას აღიარებაში მხარდაჭერა გამოუცხადა. ამასთან, კუსტურიცა მიმდინარე წლის 27 ივლისს, ანექსირებულ ყირიმშიც იმყოფებოდა. მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე მან ღიად განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია. „გააგრძელეთ იმის მტკიცება, რომ თქვენ რუსეთი ხართ. არ გჭირდებათ იმ ადამიანების მოსაზრებები და შეფასებები, ვინც უისკონსინის შტატში ცხოვრობს“, - განაცხადა კუსტურიცამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)