18:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 14:20:07, 1838 ნახვა

საზოგადოება
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ 2017 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე რეკომენდაცია გამოსცა.

ყოველგვარი, მათ შორის, სიტყვიერი ძალადობისაგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისია მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს, გასცენ მკაფიო მითითებები და არ დაუშვან მათი კანდიდატების თუ რიგითი წევრების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური აგრესია, ზეწოლა და სხვა სახის არაეთიკური ქმედებები ერთმანეთისა თუ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მათი წარმომადგენლების მიმართ.  

რეკომენდაციის გამოცემის თხოვნით უწყებათაშორის კომისიას 25 სექტემბრის  სხდომაზე გიორგი გელაძემ მიმართა (წარმომადგენელი „ახალი თაობა დემოკრატიული − საქართველოსთვის"). კომისიისთვის მის მიერ გადაცემულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ „ახალი საქართველო − პოლიტიკური პლატფორმის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მისი გუნდის წევრებთან ერთად შეიჭრა გლდანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, სადაც გამგებელსა და გამგეობის თანამშრომლებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

გიორგი გელაძემ კომისიას სთხოვა, გამოცემულიყო რეკომენდაცია მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით. კომისიის წევრთა უმრავლესობამ გელაძის წინადადება გაიზიარა, რაც შესაბამის რეკომენდაციაში აისახა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics