13:17 - 12 Jun, 2026
|
2017-09-27 14:19:25, 2395 ნახვა
მსოფლიო
ქაბულში მომხდარი აფეთქების ორგანიზატორებს, პენტაგონის ხელმძღვანელის ჯეიმს მეტისის მოკვლა სურდათ
ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანის“ სამიზნე, ქაბულში ვიზიტით მყოფი პენტაგონის ხელმძღვანელი ჯეიმს მეტი იყო, - ამის შესახებ Tolo News იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. აფეთქების შემდეგ, თალიბანმა მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო. ტერორისტებმა განაცხადეს, რომ მათ ჯეიმს მეტისის მოკვლა სურდათ. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მედიის ცნობით, დაბომბვის შემდეგ აეროპორტის ადმინისტრაციამ ყველა რეისი გააუქმა და მგზავრთა ევაკუაცია განახორციელა. ცნობისთვის, ჯეიმს მეტისი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ქაბულში ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით ჩავიდნენ.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
უკრაინამ თათარსტანსა და სამარის რეგიონში მსხვილ ნავთობქიმიურ ქარხნებს შეუტია
ბოჭორიშვილი სავიზო დიალოგზე: პოზიციები გავცვალეთ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება
კობახიძე: ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევაც ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)