|
2017-09-27 13:23:33, 2072 ნახვა
ეკონომიკა
G&T Trader-ის საშუალებით ბიტკოინის ფასზე მიბმული საინვესტიციო ინსტურმენტებით ინვესტირება ხდება შესაძლებელი
„გალტ & თაგარტის“ განცხადებით, პირველად საქართველოში G&T Trader-ი ქართველ მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, განახორციელოს ინვესტირება, ბიტკოინის ფასზე მიბმულ საინვესტიციო ინსტრუმენტებში. ბიტკოინის მიმართ გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია გალტ & თაგარტმა საკუთარ ონლაინ სავაჭრო პლატფორმა G&T Trader-ში დაამატა ორი ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტი: Bitcoin Tracker One და Bitcoin Tracker EURO, რომლებიც წარმოადგენენ ბიტკოინის ფასზე დაშენებულ საინვესტიციო ინსტუმენტებს, შესაბამისად, მათი ფასები სრულად დაყვებიან და ასახავენ ბიტკოინის ფასის ცვალებადობას. აღნიშნული საინვესტიციო ინსტუმენტები მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ინვესტირება განახორციელოს ბიტკოინის ფასის გათვალისწინებით და გახსნას შესაბამისი პოზიციები. Bitcoin Tracker One დენომინირებულია შვედურ კრონაში, ხოლო Bitcoin Tracker EURO - ევროს ვალუტაში. ორივე ინსტრუმენტის პროვაიდერი არის XBT Provider AB და ივაჭრებიან Nasdaq OMX -ის საფონდო ბირჟაზე. მომხმარებელს, GT Trader-ის პლატფორმაში ინსტრუმენტების სანახავად, შეუძლია აკრიფოს სიტყვა „Bitcoin” - ძიების ველში. აღსანიშნავია, რომ ინსტრუმენტების ფასების სანახავად საჭიროა Nasdaq OMX-ის საფონდო ბირჟის გამოწერა შემდეგი გზით: Account > Subscriptions > Stock Exchanges > Nasdaq OMX.
(R)
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)