16:37 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 13:10:56, 2183 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე: ახალი დოკუმენტი, რომელიც საუკუნეებს უნდა უძლებდეს, საათებსაც ვერ უძლებს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის  შეფასებით, დოკუმენტი რომელიც საუკუნეებს უნდა უძლებდეს, საათებსაც ვერ უძლებს.

როგორც  დოლიძემ აღნიშნა, ახალი კონსტიტუციის დამტკიცებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტს მიმართეს, რომ ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო შეცვალონ.

დოლიძის ინფორმაციით,  პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციების  გამართვას სხვადასხვა  პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“  ერთადაც გეგმავს.

„ეს ვითარება სამწუხაროა და წარმოუდგენელია.  ასეთი მნიშვნელობის  დოკუმენტთან მიმართებაში თუმცა, ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტი ბუნებრივია გავაგრძელებთ და დავიწყებთ კონსულტაციებს მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან. იმიტომ რომ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის ამოცანას. ამ ეტაპზე ჩვენ ვუყურებთ რომ საქმე გვაქვს არასერიოზულ და  წარმოუდგენელ ვითარებასთან. ეს ვითარება არის ის რომ მრავალსაუკუნოვანი დოკუმენტი მიღებიდან რამდენიმე საათში იცვლება. ეს არის დოკუმენტი, რომელმაც უნდა გაუძლოს რამდენიმე საუკუნეს. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ დავიწყოთ შესაბამისი ქმედებები“,-განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ,  რომ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.

გამოიყენებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას უახლოეს 10  დღეში გაირკვევა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა
5 ივლისს „თეგეტა მოტორსში“ გაორმაგების დღეა
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics