|
2017-09-26 18:27:00, 2257 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის დამატება ძალიან მნიშვნელოვანი იყო
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალი ტერმინალის დამატება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ახალი ტერმინალის გახსნის ცერემონიალზე. ახალი ტერმინალის ამოქმედების შემდეგ, თბილისის აეროპორტი წელიწადში 4 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს. „ჩვენ 7 მილიონზე მეტ ტურისტს ველოდებით წლის განმავლობაში და ტურისტების რაოდენობა გაიზრდება", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, როგორც თბილისის აეროპორტის ახალი ტერმინალის, ასევე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა შარშან წლის დასაწყისში დაიწყო და სამშენებლო სამუშაოები საკმაოდ მოკლე პერიოდში დასრულდა. „მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პერსონალურად ქეთი ალექსიძეს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელს, რომელიც თავიდანვე ჩართული იყო აღნიშნულ პროცესში. აგრეთვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო TAV GEORGIA-ს ხელმძღვანელობას, რომლებიც ასევე იყვნენ მონაწილეობდნენ ამ სამუშაოებში", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. ტერმინალის მშენებლობაზე 500-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. ახალი ობიექტის ფართობია 12 000 კვ2. ტერმინალის მშენებლობაზე „ტავ ჯორჯიამ" 33 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)