|
2017-09-26 18:25:39, 2241 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის აეროპორტის ახალი ტერმინალის ოფიციალურ გახსნას დაესწრო
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ახალი ტერმინალის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. ახალი ტერმინალის ამოქმედების შემდეგ, თბილისის აეროპორტი წელიწადში 4 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს. ახალი მოფრენის ტერმინალი ოფიციალურად გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციის მინისტრი აჰმეტ არსლანმა. გახსნის ცერემონიალს ასევე დაესწნენ „ტავ ჰოლდინგის" პრეზიდენტი სანი შენერი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები „ტავ ჯორჯიას" ხელმძღვანელობა, და მოწვეული სტუმრები. ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. ტერმინალის მშენებლობაზე 500-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. ახალი ობიექტის ფართობია 12 000 კვ2. ტერმინალის მშენებლობაზე „ტავ ჯორჯიამ" 33 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ახალ მოფრენის ტერმინალს აქვს ახალი ჩასხდომის ხიდი ორი გასასვლელით, რომელიც ორ თვითმფირნავს ერთდროულად ემსახურება. ასევე ახალ ტერმინალში არის 4 Bus gate. შდეგად, ჯამში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს 5 ჩასხდომის ხიდი და 6 Bus Gate. ტერმინალს აქვს 5 ახალი თვითმფრინავის სადგომი, 5 ბარგის კარუსელი და 250 მანქანაზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი. (NS)
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)