|
2017-09-26 14:16:38, 2459 ნახვა
კომენტარი
გახარია: არც ინტერესი, არც შემოსავალი ბიზნესიდან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არ მაქვს
ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ის კომპანია „ფუდოტელის“ მფლობელია. გახარიას თქმით, დღეის მდგომარეობით, მას არანაირი ბიზნეს ინტერესი, ან შემოსავალი ბიზნესიდან არ აქვს და არც ჰქონია: "ვინც ეს სიუჟეტი მოამზადა, ცოტა უფრო კვალიფიციური რომ ყოფილიყო, ან კეთილსინდისიერი, ამ ყველაფერთან ერთად აჩვენებდა იმას, რომ იქ არის მონაცემები, რომ 2012 წლის შემდეგ ეს კომპანია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, ქაღალდიც არ არსებობს, ვირტუალურია. დღეის მდგომარეობით, მე - გიორგი გახარიას არა მაქვს არანაირი არც ინტერესი, არც შემოსავალი ბიზნესიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ. უფრო მეტიც, არ მაქვს და არც მქონია საქართველოში არასდროს ბიზნესის თანამონაწილეობა, ან შეხება საერთოდ და შემოსავალი ბიზნესიდან. ეს ყველაფერი გაკეთებული იყო იმისთვის, რომ ეს მკვდარი ვირტუალური კომპანია დაეკავშირებინათ, დრამატურგია იყო დადგმული, ეს იყო და ეს. სხვათაშორის კოლეგებმა აჩვენეს მთელი რიგი ლიკვიდირებული კომპანიებიც, 2012 წლამდე ბევრი რამე იყო", - განაცხადა გახარიამ. კიდევ ერთ კომპანიასთან, "შტულე ჰოლდინგ ლიმითედთან" დაკავშირებით მის ინტერესებს, გახარია სრულ ტყუილს უწოდებს. "ეს არის სრული ტყუილი. შეიძლება იყო რაღაც საარბიტრაჟო დავა, რომელიც წლების წინ არის დასრულებული, ახლა ამაზე კომენტარს ხომ არ გავაკეთებ?!" - აღნიშნა გახარიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)