16:36 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 13:29:24, 2007 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: მოქმედი კონსტიტუცია ერთი ადამიანის ინტერესებზე მორგებულია და დღეს ამ მემკვიდრეობისგან ვთავისუფლდებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ახალი კონსტიტუცია დაბალანსებულია და ცვლილებების არსი დემოკრატიულია.

მისივე თქმით, დღეს მოქმედი კონსტიტუცია კი,  ერთი პარტიის მიერ შექმნილი და ერთი ადამიანის ინტერესებზე მორგებულია, რისგანაც უნდა გათავისუფლდნენ:

"მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ავუხსნათ არსი იმ პროცესის, რომელსაც ახლა გავდივართ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, და ნაბიჯები, რომელიც მმართველმა პარტიამ გადადგა ამ მიმართულებით, არის ისტორიულად უპრეცენდენტო. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად შემხვედრ ნაბიჯებზე წავედით პროცესში და ამ კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგაც, იმისათვის, რომ დაგვებალასებინა ინტერესები. ის, რომ პროცესის სხვაგვარად წარმოსახვას ცდილობს ჩვენი ოპოზიციის დიდი ნაწილი, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის დაუბალანსებელი კონსტიტუცია. თავისთავად არსი იმ ცვლილებების, რომელსაც ჩვენ დღეს ახალი კონსტიტუციის სახით ვიღებთ,  არის უაღრესად დემოკრატიული და ასეთი ტიპის ცვლილებებზე ბევრი წლის განმავლობაში ბევრი ადამიანი იბრძოდა და წინა ხელისუფლების პირობებში ვერ მიაღწია ვერც ერთი ასეთი ნაბიჯის გადადგმას. კონსტიტუცია, რომლითაც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, გახლავთ სწორედაც ერთი პარტიის მიერ შექმნილი  და მორგებული იქნა ერთი ადამიანის ინტერესს. ჩვენ დღეს ამ მემკვიდრეობისგან ვთავისუფლდებით და ვიღებთ ჭეშმარიტად დემოკრატიულ კონსტიტუციას", - განაცხადა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტი კონსტიტუციის პროექტს კენჭს  მესამე მოსმენით უყრის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა
5 ივლისს „თეგეტა მოტორსში“ გაორმაგების დღეა
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics