|
2015-04-29 15:56:55, 374 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ რიგის სამიტზე საქართველოს პროგრესი ობიექტურად დაფასდება
პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მოტივირებულია, რომ რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს მიღწევები და იმედოვნებს, რომ პროგრესი ობიექტურად დაფასდება. „მოახლოებულია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის რიგის სამიტი, EBRD-ის წლიური შეხვედრა, სადაც ჩამოდის 1500-ზე მეტი ბიზნესმენი, 63 ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია, 20 ფინანსთა მინისტრი, 15 ეკონომიკის მინისტრი, მათ შორის არიან რამდენიმე ქვეყნის ვიცე-პრემიერი, EBRD-ის პრეზიდენტი, ბორდის წევრები და ა.შ. ასევე, ახლოვდება აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ინიცირებული ღია მმართველობის სამიტის ჩატარება თბილისში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ესაუბრა, რომელმაც საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)