18:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 16:36:32, 2004 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ბუკიამ საინჟინრო კომპანია IGH-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია ხორვატიული საინჟინრო  კომპანია IGH-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, ოლივერ კუმრიჩს და კომპანიის წყლისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის დირექტორს, მიროსლავ ბლანდას შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე არჩილ ბუკიამ  სტუმრებს საქართველოს მელიორაციის განვითარების გეგმებზე,განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.

უწყების ცნობით, საინჟინრო კომპანია  IGH დაინტერესებულია საქართველოში საქმიანობის გაფართოვებით.

IGH ხორვატიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის პროექტირებასა და ზედამხედველობას ასევე, პროქტების ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას ახორციელებს.

დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა IGH-ის ახალ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობების განხილვასა და ევროპული სტანდარტების დანერგვაში დახმარების შეთავაზებას.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც სამომავლო თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics