20:36 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 16:17:35, 1449 ნახვა

სამხედრო
კანადაში ყოველწლიური სიმპოზიუმი „დაჭრილებზე ზრუნვა 21-ე საუკუნეში” გაიმართა

კანადაში, ქალაქ ტორონტოში რიგით მესამე ყოველწლიური სიმპოზიუმი „დაჭრილებზე ზრუნვა 21-ე საუკუნეში” გაიმართა. 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური მდგრადობის, რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
უწყების ცნობით,  სიმპოზიუმში მონაწილეობა ქართველმა დელეგატებმა - თავდაცვის მინისტრის ამერიკელმა მრჩეველმა სამედიცინო საკითხებში ფრენსის ბენისტერმა და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენელმა თათია ონიანმა მიიღეს. 
ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და არსებული გამოწვევები განიხილეს. 
სიმპოზიუმის მონაწილეებმა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობის გაუმჯობესების სტრატეგიაზეც იმსჯელეს.
(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics