|
2017-09-25 12:56:37, 857 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს ბათუმის უნივერსიტეტის ეზოში პირველკურსელები და პროფესორ-მასწავლებლები შეიკრიბნენ. წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 1241 პირველკურსელი ჰყავს. ზურაბ პატარაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა უნივერსიტეტის ყოველწლიურ სიახლეებზე და ხაზი გაუსვა განათლებული ახალი თაობის მნიშვნელობას რეგიონისა და ქვეყნის განვითარების საქმეში. ,,ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, განსაკუთრებით პირველკურსელებს. სასიხარულოა, რომ ბათუმის უნივესიტეტი ყოველ ახალ სასწავლო წელს სულ უფრო მეტი სასიამოვნო სიახლითა და მეტი სტუდენტით ხვდება. ჩემთვის, როგორც აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარისათვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი რეგიონის მთავარი საგანმანათლებლო კერის წინსვლა და წარმატება. თითოეული თქვენგანის შრომისმოყვარეობაზე, განათლების განვითარებისაკენ სწრაფვასა და მაღალკვალიფიციურ, თანამედროვე სწავლებაზე დიდწილადაა დამოკიდებული რეგიონის განვითარება ყველა მიმართულებით", - აღნიშნა მილოცვისას ზურაბ პატარაძემ. წელს ბათუმის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლეონიძის ქ.N15-ში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სტუდენტთა საერთო საცხოვრებელის და ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი ცენტრის მშენებლობას იწყებს. ახალი სასწავლო წლისათვის ამოქმედდება უახლესი აპარატურით აღჭურვილი რამდენიმე ლაბორატორია. 2017-2018 სასწავლო წელს ბსუ-ში ჩაირიცხა 1241 პირველკურსელი, რომელთაგან სასწავლო გრანტი 87-მა მიიღო, ხოლო 10 უფასო სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამაზე 423 ახალგაზრდა ისწავლის. ამჟამად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 6 000-მდე სტუდენტი სწავლობს. (NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)