|
2017-09-25 12:20:35, 2226 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრის მოადგილე: წაღვერის ტყეში ღია ცეცხლი არსად აღარ არის
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ მალანიას განცხადებით, წაღვერის ტყეში ღია ცეცხლი არსად აღარ არის. შს მინისტრის მოადგილის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ საქმე ხე-ტყის უკანონო ჭრას უკავშირდება, თუმცა მანვე დასძინა, რომ ყველა კითხვას პასუხი გამოძიების დასრულების შემდეგ გაეცემა. “დღეს დილას განვახორციელეთ შემოფრენა. პირადად ვიყავი. ღია ცეცხლი არსად აღარ არის. არის მხოლოდ დაკვამლიანება. დღეს დღის ბოლომდე, სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ ლოკალიზაციას. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მიმდინარეობს, მაგრამ დეტალებს ვერ გეტყვით. გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადგილას აღმოჩნდა მოჭრილი მორები. აქ, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ხე-ტყის უკანონო ჭრასთან, თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვით, სანამ გამოძიება არ გასცემს ამას პასუხს. რაც შეეხება კრიზისების მართვის სააგენტოს, მათთან კოორდინაციაში ვართ", - განაცხადა მალანიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)