18:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 19:33:13, 2534 ნახვა

საზოგადოება
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს

წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს.

დედოფლის ნეშტს თბილისის აეროპორტში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სასულიერო პირები და მრევლი დახვდა.

ქეთევან დედოფლის ნაწილები საქართველოში 6 თვე დარჩება.

წმინდა დედოფლის ნეშტს ხვალ მუზეუმიდან სამების საკათედრო ტაძარში 11:00 საათზე გადაასვენებენ, სადაც მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ სიწმინდე მოილოცონ.

25 სექტემბერს,  13:00 საათზე, ლუსკუმას წმინდანის ნაწილით ახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე მლოცველებმა მას თაყვანი სცენ. შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics