|
2017-09-23 19:18:12, 2455 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ალავიძე: დაბა წაღვერში ხანძრის ქრობის პროცესში აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩაერთვება
ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, დაბა წაღვერში ხანძრის ქრობის პროცესში აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩაერთვება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ადგილზე მუშოაბას ქართული ვერტმფრენი აგრძელებს. მისივე თქმით, ცეცხლის ქრობის პროცესში 18 სახანძრო-სამასველო ბრიგადა იღებს მონაწილეობას. ალავიძის განმარტებით, აზერბაიჯანული ვერტმფრენი სამუშაოებში ხვალ დილიდან ჩაერთვება. „ქარი ართულებს მუშაობას, რადგან მიმართულებებს იცვლის ცეცხლი. კარგი ის არის, რომ ერთ ხევშია და არ ვაძლევთ საშუალებას, რომ მეორე ხევში გადავიდეს. მოსახლეობას საბედნიეროდ, არანაირი საფრთხე არ ემუქრება, საკმაოდ მოშორებითაა მოსახლეობისგან. ცოცხალი ძალა და ტექნიკა მუშაობს. ნორმალურად მივდივართ ამ ეტაპზე. იმედი გვაქვს, რომ საღამოს უკეთესი მდგომარეობა უნდა გვქონდეს. პლუს მეზობელი ქვეყნებიდან ვერტმფრენები გვეხმარებიან - აზერბაიჯანიდან უკვე წამოსულია და კიდევ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ხვალ იმედი გვაქვს, რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნება და ლოკალიზებას მოვახდენთ, თუ რამემ ხელი არ შეგვიშალა, რადგან დამოკიდებულები ვართ მაინც ქარსა და ბუნებრივ პირობებზე“, - განუცხადა ალავიძემ ტელეკომპანია „იმედს“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)