|
2017-09-22 16:46:12, 1946 ნახვა
საზოგადოება
ლატვიის იუსტიციის მინისტრმა მედიაციის სახლი დაათვალიერა
ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია, პროექტები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისათვის − ეს იმ თემების ნაწილია, რომლებსაც ლატვიის დელეგაცია იუსტიციის მინისტრ ძინტარს რასნაჩის ხელმძღვანელობით დღეს გაეცნო. სტუმრები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ ეწვივნენ და მედიაციის სახლი დაათვალიერეს. დელეგაციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ და სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ უმასპინძლეს. ცენტრის ინფორმაციით, ლატვიელი სტუმრები იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შექმნილი ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობითა და არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამით დაინტერესდნენ; განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა მიზნად ისახავს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას საქართველოში. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე 21 წლამდე ასაკის 2323 პირი განერიდა სასჯელს. სტუმრებმა განსაკუთრებული ინტერესი ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის მიმართ გამოხატეს, რომელიც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. პროგრამა ბენეფიციარს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს, რომლის მიზანი სახელმწიფოს მხრიდან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის ხელშეწყობაა. პროგრამით 2 ათასამდე ბენეფიციარმა ისარგებლა. შეხვედრის დასასრულს ლატვიის დელეგაციამ მედიაციის სახლში გამოფენილი მიუსაფარი მოზარდების მიერ გადაღებული ფოტოები დაათვალიერა. ფოტოგამოფენამ სტუმრებში დიდი მოწონება დაიმსახურა და იუსტიციის მინისტრ ძინტარს რასნაჩის ერთ-ერთი ფოტო საჩუქრად გადაეცა. ლატვიის დელეგაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 21 სექტემბერს ესტუმრა. დელეგაციის წევრებს შორის არიან ლატვიის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო სტრუქტურების წარმომადგენლები. სტუმრებმა პირველი შეხვედრა იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ბარამიძესთან გუშინ გამართეს და ისაუბრეს თემებზე - კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისათვის; მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღა სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად; სპეციალიზებული კომერციული და საგადასახადო პალატები სასამართლოში ბიზნესის ხელშესაწყობად და სასამართლოს განსატვირთად; ანტიკორუფციული პოლიტიკა და გამჭვირვალე მმართველობის სისტემის ფორმირებისათვის გატარებული რეფორმები, რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და რომელთა შედეგად საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმრებს ძირითადი პრიორიტეტები გააცნო, რომელიც ქვეყანას „OGP“-ის თავმჯდომარეობის პერიოდში ექნება. ლატვიის დელეგაცია საქართველოს დღესვე დატოვებს.
(NS)
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)