|
2017-09-22 11:30:30, 2131 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის და მუქარისთვის ბრალდებული კ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი კ.კ. სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ყოფილ მეუღლეს ც.ს.-ს. „2017 წლის 30 მაისს, კ.კ.-მ ქ.თბილისში, მუხიანის პირველ მიკრორაიონში ყოფილ მეუღლეს მისსავე საცხოვრებელ სახლში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და თავის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. სამართალდამცველებმა კ.კ. 2017 წლის 30 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.კ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)