13:39 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 10:55:44, 1975 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს თავმჯდომარე გახდა

საქართველო პარიზში დაფუძნებული ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, - მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელიც გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ მუდმივი სამდივნოს თავმჯდომარეობა საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ინოვაციური დაფინანსებისკენ მიმართულ გლობალურ საქმიანობაში.

"ჩვენ დიდ იმედებს ვუკავშირებთ ამ ახალ როლს. ასევე გამოვთქვამთ იმედს, რომ გაეროსთან, მთავრობებთან, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებთან ერთად ჩვენ შევძლებთ გლობალური მოქმედების გააქტიურებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ინოვაციური დაფინანსების წარმატებულ მაგალითად დაასახელა საქართველოს სოლიდარობის ფონდი - ინოვაციური დაფინანსების და მიკრო-ფილანთროპიის ინტეგრირებული პლატფორმა, რომელმაც სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის მიზნის გარშემო 60 ათასზე მეტი საჯარო მოხელე და 50 კომპანია გააერთიანა.

საქართველოს, როგორც სამდივნოს თავმჯდომარეს, პროფესორი, პარლამენტის წევრი, საქართველოს სოლიდარობის ფონდის თანადამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ჯაში წარმოადგენს.

მაღალი დონის ღონისძიება - "ინოვაციური დაფინანსების განმტკიცება 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებისთვის", საფრანგეთისა და ინოვაციური დაფინანსების წამყვანი ჯგუფის მუდმივი სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics