|
2017-09-21 17:29:28, 2307 ნახვა
კომენტარი
რობერტ ლოუსონი: ქვეყნების უმეტესობა ისურვებდა ისეთივე ეკონომიკური სისტემა ჰქონდეს, რაც დღეს საქართველოშია
„დღეს საქართველოს ეკონომიკა იმაზე თავისუფალია, ვიდრე მრავალი სხვა ქვეყნის, მათ შორის ჩემი ქვეყნის ეკონომიკა“, - ამის შესახებ ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგის ერთ-ერთ ავტორმა, რობერტ ლოუსონმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ განვიხილეთ 2005 წლიდან დღემდე საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი, რომელსაც ჩვენ აშშ-ში ვანიჭებთ. ვინაიდან საქართველოში იმაზე მეტი რეფორმა განახორციელდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, დღეს საქართველოს ეკონომიკა იმაზე თავისუფალია, ვიდრე მრავალი სხვა ქვეყნის, მათ შორის ჩემი ქვეყნის ეკონომიკა. დარწმუნებული ვარ, ქვეყნების უმეტესობა ისურვებდა ისეთივე ეკონომიკური სისტემა ქონდეს, რაც დღეს საქართველოშია“, - აღნიშნა ლოუსონმა. რობერტ ლოუსონი საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფება. პირველი შეხვედრა მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების, ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, მთავრობის ადმინისტრაციისა და „ახალი ეკონომიკური სკოლის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)