|
2017-09-20 15:19:42, 2608 ნახვა
კომენტარი
გრიბაუსკაიტე: რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და ყირიმის ანექსია განახორციელა
ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ გაერო-ს 72-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ოფიციალური მოსკოვის პოლიტიკა გააკრიტიკა. კერძოდ, გრიბაუსკაიტეს კრიტიკა რუსეთ-ბელარუსის სამხედრო სწავლებას "დასავლეთ 2017" შეეხო. "მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ვალდებულებაა, როგორც უსაფრთხოების საბჭოს წევრის, მსოფლიოში მშვიდობა დაიცვას, ის საქართველოს დაესხა თავს. ასევე ყირიმის უკანონო ანექსია განახორციელა და პირდაპირ იღებს მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე ომში. ამით ის გაეროს პრინციპებს არღვევს", - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტა. ამასთან, გრიბაუსკაიტემ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს აღმოსავლეთ ევროპას გადახედონ, სადაც "რუსეთი შანტაჟის, დაცინვის და აგრესიის მეთოდებს იყენებს". მისივე თქმით, რუსეთი დასავლეთის მიმართ თავის აგრესიას ვერ მალავს. ცნობისთვის, რუსეთის დელეგაციამ ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს გამოსვლის წინ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომათა დარბაზი დატოვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)