|
2017-09-20 14:26:23, 2297 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს დილიდან, დაფარული ნომრით უცნობმა პირმა დარეკა ბათუმის ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთან და მიაწოდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა გადაიდო, - ამის შესახებ ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც ცესკოში აცხადებენ, აღნიშნული ქმედება შესაძლოა წარმოადგენდეს საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის ჩატარების ხელშეშლის მცდელობას. "შესაბამისად, გვინდა მივმართოთ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს, ნუ დაეყრდნობიან უცნობი პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, კომუნიკაცია იქონიონ მხოლოდ ზემდგომ საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ საქმიანობაში. ამასთან, საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო და ხაზგასმით აღსანიშნავია ფაქტები, რომლებიც დღეს დილით დაფიქსირდა თბილისის, რუსთავის და სხვა საარჩევნო ოლქებში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც ტარდება საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები. კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის მიერ ნომინირებული კომისიის წევრები სხდომაზე გამოცხადდნენ პროცესის დაწყებამდე წინასწარ გამზადებული წერილითა და ტექსტით, რომელიც შეიცავს განსხვავებულ აზრს და უარყოფით მოსაზრებებს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების არჩევის შედეგების შესახებ. სხდომების დაწყებამდე, ერთი და იგივე სუბიექტის წარმომადგენლების მიერ წინასწარ გამზადებული იდენტური ტექსტით პროცესის ნეგატიურად შეფასება, იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება შემდგომში არჩეული, განიხილება პროცესის დისკრედიტაციისთვის გამიზნულ წინასწარ დაგეგმილ ქმედებად. ჩვენ ხელთ გვაქვს აღნიშნული ფაქტების მტკიცებულებები, რომლებიც მოგვეწოდა სხდომების დაწყებამდე. შესაბამისად, გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ საარჩევნო სუბიექტებს, ნუ მიაყენებენ ზიანს საარჩევნო პროცესს კონკრეტული ინტერესების გამო და ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციის კანონიერ საქმიანობას. ამასთან, მივმართავთ დამკვირვებლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მონიტორინგში და მიუკერძოებლად ასახონ მიმდინარე ფაქტები და პროცესები", - ნათქვამია განცხადებაში. (NS)
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)