|
2017-09-20 10:32:24, 2593 ნახვა
სამართალი
შსს-მ პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პარიზის ინტერპოლის მიერ 2017 წლის აგვისტოდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ტ.ჩ. ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ტ.ჩ.-ს ბრალი ედება საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 222–22, 222–23, 222–24, 227–22 და 227–23 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ბავშვთა წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, პორნოგრაფიის გავრცელებასა და გაუპატიურებას გულისხმობს. „ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები ხორციელდება“, - აცხადებენ სამინისტროში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)