|
2017-09-19 18:20:21, 2163 ნახვა
საზოგადოება
IDFI: 9 თვის განმავლობაში, მაუწყებელმა ელექტრონული ტენდერების საშუალებით 830,350 ლარი დაზოგა
9 თვის განმავლობაში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ელექტრონული ტენდერების საშუალებით 830,350 ლარი დაზოგა, რაც 11,25%-იანი დანაზოგია, - ამის შესახებ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევის შედეგებშია აღნიშნული. ორგანიზაციის ინფორმაციით, IDFI-მ დაამუშავა საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო შესყიდვების მონაცემები, რომლებიც განხორციელდა 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე (არ მოიცავს აჭარის ტელევიზიის შესყიდვებს). „სახელმწიფო შესყიდვების ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს 13,525,188 ლარის დახარჯვას სახელმწიფო შესყიდვებზე. ეს თანხა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის ბიუჯეტის 30%-ია. სტატისტიკური მონაცემების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო შესყიდვებში უარყოფითი ტენდენციები არ იკვეთება, თუმცა პრობლემად კვლავ რჩება ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეთა დაბალი რიცხვი. დაკვირვების პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაცხადა 58 ელექტრონული ტენდერი. აქედან 43 ტენდერის შემთხვევაში ხელშეკრულება უკვე დადებულია“,-ნათქვამია IDFI-ის ანგარიშში. IDFIის ცნობით, მთლიანობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტენდერების მხოლოდ 14% აღმოჩნდა წარუმატებელი (10% არ შედგა პრეტენდენტების არარსებობის შედეგად; 4% შემთხვევაში ვერ დაფიქსირდა კვალიფიციური მიმწოდებელი). ამასთანავე, საკუთარი სურვილით საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯერ-ჯერობით არ შეუწყვეტია ტენდერი. „2017 წლის 9 თვის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით გეგმავდა 7,377,709 ლარის (სავარაუდო ღირებულებების ჯამი) გახარჯვას, თუმცა ელექტრონული ტენდერების აუქციონების შემდეგ ფაქტობრივად გაიხარჯა 6,547,359 ლარი. შესაბამისად, 9 თვის განმავლობაში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ელექტრონული ტენდერების საშუალებით დაზოგა 830,350 ლარი, რაც 11,25%-იანი დანაზოგია“,-ნათქვამია ანგარიშში. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, ტენდერებში მიმწოდებელთა დაბალი მონაწილეობის მაჩვენებელია. თუმცა, საკითხის შეფასებისას, IDFI დასძენს, რომ მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელწმიფო შესყიდვებში არ ფიქსირდება არსებითი ხარვეზები. პირდაპირი შესყიდვები უმეტეს შემთხვევებში ხორციელდებოდა მონეტარული ზღვრების შესაბამისად. სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პროცედურების საშუალებით, 9 თვის განმავლობაში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაზოგა 830,350 ლარი, რაც 11,25%-იანი დანაზოგია. პრობლემებს შორის რჩება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეთა დაბალი მაჩვენებელი, ისევე როგორც ორეტაპიანი ტენდერის გამოუყენებლობა.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)