|
2017-09-19 11:26:12, 9511 ნახვა
High - Tech
აშშ-ის კონგრესმა სახელმწიფო დაწესებულებებს ანტივირუსული პროგრამა „კასპერსკის“ გამოყენება აუკრძალა
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა სახელმწიფო დაწესებულებებს, ანტივირუსული პროგრამა "კასპერსკის" გამოყენება აუკრძალა, - ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ეს ცვლილება, 2018 წლის ფინანსურ ბიუჯეტში შეიყვანეს. მას მხარი 89 სენატორმა დაუჭირა, 8 სენატორი წინააღმდეგი იყო. კონგრესმენები ვარაუდობენ, რომ "კასპერსკის" პროდუქციაში შესაძლოა დამატებული იყოს ჰაკერული სისტემა ინფორმაციის გამოძალვისთვის. 13 სექტემბერს, ამერიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ყველა სამოქალაქო სახელმწიფო დაწესებულებას მოუწოდა, 90 დღის განმავლობაში „კასპერსკის“ ყველა პროდუქტი წაეშალათ, თუმცა სამართალდამცავი ორგანოები აღნიშნულ დირექტივას არ ექვემდებარებიან. მედიის ცნობით, მაისში სენატის სადაზვერვო კომიტეტის მოსმენაზე აშშ-ის დაზვერვის 6 სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათთვის არაკომფორტულია ოფისებში ისეთ კომპიუტერებზე მუშაობა, რომელშიც რუსული პროგრამაა ჩაწერილი. მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი კიბერუსაფრთხოების საკითხებში რობ ჯოისი ამერიკელ მომხმარებლებს მოუწოდებს, ანტივირუსი „კასპერსკი“ არ გამოიყენონ. მე არ ვიყენებ „კასპერსკის ლაბორატორიის“ პროდუქტს. ვწუხვარ, რომ რუსეთმა ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ არასწორად გააკეთა. მათ კონტროლი და დიდი მოცულობის ინფორმაცია გააჩნიათ, რომელიც რუსეთში აღნიშნული კომპანიიდან მოდის. ეს ძალიან მაწუხებს ", - განაცხადა რობ ჯოისმა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)