|
2017-09-18 17:27:53, 2337 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით უახლოეს მომავალში იქნება მიღებული
„დოკუმენტი, მესამე მოსმენით უახლოეს მომავალში მიიღება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე მიღების თარიღი უახლოეს მომავალში დაზუსტდება. მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიასთან მუდმივად მიმდინარეობს კონსულტაციები და გადაწყვეტილებები ამის საფუძველზე მიიღება. „რაც შეეხება სხდომის თარიღს, თარიღი დაზუსტდება უახლოეს მომავალში. ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან, საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით და გადაწყვეტილებები მიიღება ამ კონსულტაციების საფუძველზე. რაც შეეხება ცვლილებებს, ჩენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ცვლილებები არის ორი მოსმენით მიღებული. გრძელდება ამ დოკუმენტის განხილვა და მიიღება საბოლოო ჯამში დოკუმენტი მესამე მოსმენით უახლოეს მომავალში",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება ვეტოს - ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა. „ვეტოს დადება არის პრეზიდენტის პრეროგატივა, ჩენი პრეროგატივა არის ამ ვეტოს განხილვა და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება",-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)