|
2017-09-18 15:35:32, 2161 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია ჩინეთში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გახარია 2017 წლის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატსა და ქვეყნის სატრანზიტო როლზე რეგიონში. მისი განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას აძლევს გახდეს აბრეშუმის გზის ინიციატივის ძირითადი პლატფორმა და ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ სავაჭრო შეთანხმებებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან, EFTA-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და თურქეთთან გააფორმა. გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოეს მომავალში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერაზე მოლაპარაკებები დაიწყება ჰონგკონგთან და ინდოეთთან. "როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფართო ქსელი, რომელიც მოიცავს ევროკავშირს, ჩინეთს, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებს, დსთ ქვეყნებსა და თურქეთს. სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან, დასრულდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ჰონგკონგთან. არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, ჩვენ გვაქვს თავისუფალი დაშვება მსოფლიო ბაზრის 1/3-ზე“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ. მინისტრის შეფასებით, ევროპის, აზიისა და და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე სტრატეგიულად განლაგებულ საქართველოს პოტენციალი გააჩნია გახდეს „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის საკვანძო პლატფორმა და დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. "შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას და მის ჩამოყალიბებას რეგიონის სავაჭრო და ლოჯისტიკურ ჰაბად" - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
საია: ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია
საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)