|
2017-09-18 11:42:22, 4446 ნახვა
კულტურა
ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. "საზოგადოებრივის" ინფორმაციით, სოტკილავას გარდაცვალება მოსკოვის დიდი თეატრის გენერალურმა დირექტორმა, ვლადიმერ ურინმა დაადასტურა. ცნობისთვის, ზურაბ სოტკილავა სოხუმში 1937 წლის 12 მარტს დაიბადა, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1960 წელს დაამთავრა ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1965 - ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორია. 1965-1974 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი. 1966-1968 წლებში მივლინებული იყო მილანის საოპერო თეატრ "ლა სკალაში" სტაჟიორად. 1974 წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია. მისი შესრულება გამოირჩევა გამომსახველობით, გემოვნებით, მგზნებარე ტემპერამენტით, ლირიკული სიფაქიზითა და დახვეწილი ოატატობით. პარტიები: აბესალომი (ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), არზაყანი (თაქთაქიშვილის "მთვარის მოტაცება"), ვოდემონი (ჩაიკოვსკის "იოლანტა"), მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი (ვერდის"ტრუბადური", "ოტელო", "ბალ-მასკარადი", "აიდა", "რიგოლეტო"), ხოზე (ბიზეს "კარმენი"), კავაროდოსი (პუჩინის "ტოსკა"), ედგარი (დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმური"), ინდოელი სტუმარი (რიმსკი-კორსაკოვის "სადკო") და სხვა. სოტკილავა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზის "ოქროს ორფევსის" (სოფია, 1968) მფლობელია. ასევე არის პ. ჩაიკოვსკის სახელობის IV საერთაშორისო კონკურის ლაურეატი, ბოლონიის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)