2017-09-15 15:35:26, 2096 ნახვა
საზოგადოება
მარგველაშვილი: უკიდურეს აღშფოთებას გამოვთქვამ ლონდონში განხორციელებული ტერაქტის გამო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიდ ბრიტანეთში მომხდარი ტერაქტის გამო აღშფოთებას გამოხატავს.
პრეზიდენტი ბრიტანეთის ხელისუფლებას და მოსახლეობას თანადგომას უცხადებს.
"უკიდურეს აღშფოთებას გამოვთქვამ ლონდონში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო. ტერორისტებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს შეტევა ჩვენს საერთო ღირებულებებსა და უსაფრთხოებაზე. მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ბრიტანეთის ხელისუფლებასა და ბრიტანელ ხალხს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ დავამარცხებთ ტერორიზმს და უზრუნველვყოფთ მშვიდობიან მომავალს ჩვენი ხალხების კეთილდღეობისათვის", - აცხადებს პრეზიდენტი.
ავტორი: ,