10:48 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 13:54:20, 2022 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: ვიზუალურ სტანდარტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული ანბანის გამოყენებას

შემუშავდება ქალაქის ვიზუალური სტანდარტი, რომელიც ქართულ სამართლებრივ სივრცეში აქამდე არ ყოფილა დამკვიდრებული - ამის შესახებ ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენაზე იურისტმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  ქუჩების იერსახისთვის შეიქმნება ერთიანი სტანდარტი, რომელიც მოიცავს სარეკლამო აბრების, ფასადების და ვიტრაჟების, შენობის სახურავების, ნავიგაციის ნიშნებისა და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის სტანდარტებს.

ვიზუალური სტანდარტის პრეზენტაციაზე უცხოური ქვეყნების მაგალითები წარმოადგინეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული პროგრამა ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ განხორციელდება.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აბრებზე და ვიტრინებზე ქართული ანბანის გამოყენებას.

„ეს ახალი, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულებაა.ყველა განვითარებულ ქალაქს გააჩნია თავისი ვიზუალური სტანდარტი. თბილისში ძალიან ბევრ იმაგალითი არსებობს იმისა, რომ ქართულ ანბანს არ იყენებენ ან თუ არის გამოყენებული - ძალიან უმნიშვნელოდ. მე არავის ვეწინააღმდეგები, ყველას შეუძლია ჩამოვიდეს ჩვენს ქალაქში, განახორციელოს ინვესტიციები, დაასაქმოს ხალხი - ეს მისასალმებელია, თუმცა ვიზუალურ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული ანბანის გამოყენებას. ეს ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია” - განაცხადა კახა კალაძემ.

ურბანული განვითარების პოლიტიკა დღეს კახა კალაძემ და მისმა გუნდმა ურბანისტებს, არქიტექტორებსა და დეველოპერებს წარუდგინა. პრეზენტაციას, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics