|
2017-09-15 10:59:16, 2140 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი ტოკიოში იაპონიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ტოკიოში იაპონიის იუსტიციის მინისტრ იოკო კამიკავას შეხვდა. შეხვედრის მთავარ საკითხს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასვეე ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობისა და პარტნიორული კავშირების გაღრმავება წარმოადგენდა. კახა კახიშვილის განცხადებით, იაპონია-საქართველოს თანამშრომლობა, ყოველწლიურად, დემოკრატიის, თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით ვითარდება. „იაპონია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის მანძილზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების მქონე ორი უძველესი კულტურის ერს შორის, უაღრესად პოზიტიური და მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. დღეს იაპონია საქართველოს ჭეშმარიტი და სანდო პარტნიორია, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, კულტურულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. საქართველოში უკვე წარმოდგენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი იაპონური კორპორაცია, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არაერთ პროექტს ახორციელებენ. დარწმუნებული ვარ, იაპონიასა და საქართველოს შორის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების საქმეში,“ - აღნიშნა მინისტრმა შეხვედრისას. კახა კახიშვილმა იაპონიის იუსტიციის მინისტრს 2012 წლიდან საქართველოში სასჯელაღსრულების სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზეც მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის განცხადებით, რეფორმის შედეგად საქართველომ ევროპის მასშტაბით მოწინავე პოზიციებზე გადაინაცვლა, თუმცა საქართველო არ აპირებს მიღწეულ შედეგებზე გაჩერებას და ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა იაპონიისა და სხვა მეგობარი ქვეყნების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ენიჭება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა იაპონიის მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის იაპონური ვიზის მიღების პროცედურების გამარტივების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. იაპონიის იუსტიციის მინისტრმა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ამ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მინისტრები შეთანხმდნენ სისტემის თანამშრომელთა ორმხრივი ვიზიტების განხორციელების თაობაზე. იუსტიციის მინისტრმა საქართველოს დელეგაციას პრობაციის მესამე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და გაერთიანებული ერების დანაშაულის პრევენციისა და სამართალწარმოების მეთოთხმეტე კონგრესზეც მიიწვია, რომლსაც 2020 წელს ტოკიო უმასპინძლებს. შეხვედრის დასასრულ, კახა კახიშვილმა მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრს მასპინძლობისთვის და ქალბატონი კამიკავა საქართველოში მოიწვია. საქართველოს დელეგაცია მინისტრ კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით ტოკიოში პრობაციის მესამე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს. კონგრესი პრობაციის სფეროში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომლის მიზანს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით გლობალური ქსელის გაფართოება წარმოადგენს. საქართველო პრობაციის მსოფლიო კონგრესში წელს პირველად მონაწილეობს. (NS)
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)