|
2017-09-14 16:35:46, 2400 ნახვა
საზოგადოება
ნუ იქნები ნეიტრალური - იყავი შენი ქვეყნის არჩევნების დამკვირვებელი
„ვაკვირდები“ - გახლავთ არჩევნებსა და დემოკრატიულ პროცესებზე დაკვირვების საზოგადოებრივი კამპანია საქართველოში. მოცემულ საპილოტე ეტაპზე კამპანიის ძირითადი მიზანია, იმ მოქალაქეების გაერთიანება, რომელთაც აღარ სურთ დაუთმონ საკუთარი ხმა საზოგადოების პასიურობასა და ნიჰილიზმს. ეს კამპანია, არის მოქალაქეების და იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც მზად არიან არა მარტო მონაწილეობა მიიღონ, არამედ, დრო და ენერგია გაიღონ საქართველოში არჩევნებისა და დემოკრატიული განვითარების პროცესთან დაკავშირებით. 8 სექტემბერს ცესკომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებლის სახით დაარეგისტრირა - „ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი“. საპილოტე ეტაპზე, ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს მხოლოდ თბილისში, რადგან დედაქალაქი არის ქვეყნის სახე. მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ის ვის ავირჩევთ, არამედ ის, თუ როგორ შესრულდება წინასაარჩევნო დაპირებები. თუ შენთვის სულ ერთი არ არის მოაწესრიგებენ, თუ არა შენს ეზოში საბავშვო მოედანს, გააკეთებენ, თუ არა ავტოსადგომს, დარგავენ სკვერებში ხეებს, თუ მის ადგილას ააშენებენ მრავალსართულიან შენობებს, თუ შენთვის მნიშვნელოვანია: სუფთა ქუჩები, თანამედროვე საჯარო ტრანსპორტი, თუ შენ გინდა სიკეთე შენთვის და შენი მეზობლებისთვის, მაშინ ზუსტად ის მომენტია, როდესაც შენ არა მხოლოდ უნდა წახვიდე არჩევნებზე, არამედ დააკვირდე მისი მიმდინარეობის პროცესს და დაიცვა შენი ხმა. თუ შენთვის სულ ერთი არ არის, ე.ი. შენ ერთერთი ჩვენგანი ხარ და შენ აკვირდები! (NS)
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)