10:25 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 16:02:49, 441 ნახვა

პოლიტიკა
კიდევ ერთი მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება მოუწევს

კიდევ ერთი მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება მოუწევს. 

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ შემთხვევაში პრემიერი პარლამენტის წინაშე მთავრობის ახალი შემადგენლობით და  პროგრამით უნდა წარსდგეს. 

მისივე თქმით, პროცედურულად, ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. 

„გადადგომა, რომელიც დღეს გაცხადდა, არის მეექვსე მთვრობის წევრის ცვლილება, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი ცვლილება უნდა განხორციელდეს, რომ მთავრობა ხელახლა წარსდგეს პარლამენტის წინაშე ნდობის გამოსაცხადებლად.  კიდევ ერთი ცვლილების შემთხვევაში, პრემიერი პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს.  პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ახდენს ნდობის გამოცხადებას“, – აღნიშნა კახიანმა. 

ცნობისთვის, დღეს ელგუჯა ხოკრიშვილმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტი დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics