17:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 02:04:05, 2095 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს „112“-ის დელეგაცია ნიუ-იორკის „911“-ს ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტის წარმომადგენლები, აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში, ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდნენ.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, „112“-ის დელეგაციის წევრები ნიუ-იორკის „911“-ის ქოლ-ცენტრს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (OEM), სახანძრო/სამაშველო დეპარტამენტსა (FDNY) და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს (Northwell Health, EMS) ეწვივნენ და სამუშაო პროცესებს ადგილზე გაეცნენ.

ქალაქ ნიუ-იორკის „911“-ის ქოლ-ცენტრში საქართველოს „112“-ის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, დისპეტჩერ/ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გასცნობოდნენ.

ასევე ზარის მიღების და შეტყობინების დამუშავების პროცესს დაკვირვებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე „112“-ის წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარესთან ერთად განიხილეს საგანგებო შემთხვევებთან დაკავშირებული საკითხები: პრიორიტეტების და შემთხვევის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, გადაუდებელი დახმარებისათვის საჭირო რესურსების ეფექტური მართვა, ცრუ და არამიზნობრივი ზარების შედეგები და აღნიშნული მიმართულებით სანქციების შემუშავება.

საქართველოს შსს-ს სსიპ „112“-ის გადაუდებელი დახმარების ცენტრი აშშ-ს „911“-ის ქოლ-ცენტრის ანალოგს წარმოადგენს.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics