|
2017-09-11 10:37:17, 2258 ნახვა
ეკონომიკა
გახარია: აქცენტები, რომელიც EBRD-ის პრეზიდენტმა გააკეთა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერაა
„EBRD - ისპრეზიდენტის ეკონომიკური ზრდის შეფასება იყო 3,8%, ჩვენ დღეს, 7 თვის მონაცემებით, უკვე 4,4% გვაქვს, თუმცა, მთავარი იყო ის აქცენტები, რომელიც EBRD - ის პრეზიდენტმა გააკეთა“ - ამის შესახებ გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „EBRD - ის პრეზიდენტმა აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას და აღნიშნა, რომ ეს არის ის საფუძველი, რომელიც აძლევს ქვეყანას ეკონომიკური ზრდის საშუალებას. განსაკუთრებით ხაზგასმით იქნა აღნიშნული ბიზნესსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ძალიან სინქრონულად აწყობილი ურთიერთობა, რაც არის ეკონომიკური ზრდის და ეფექტური ბიზნესგარემოს შექმნის საფუძველი“ - აღნიშნა მინისტრმა. გიორგი გახარიას თქმით, სუმა ჩაკრაბარტმაგანაცხადა, რომ ის რეფორმები, ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში ტარდება, აძლევს საქართველოს შესაძლებლობას გახდეს მეორე ტალღის განვითარებადი ქვეყნების ლიდერი.„აშკარაა, რომ ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას, გარკვეულწილად მომავალი წლების განმავლობაში დავუახლოვდეთ აღმოსავლეთ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დონეს. ეს არის ჩვენი მიზანი და ამისთვის ხორციელდება 4 პუნქტიანი გეგმა და ყველა ის რეფორმა, რომელსაც დღეს სახელმწიფო ატარებს“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. (NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)