|
2017-09-11 08:27:03, 2358 ნახვა
საზოგადოება
„დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“- ხვალ ღონისძიებების ციკლი სიონის ტაძრის ეზოდან დაიწყება
„დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ – საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ორგანიზებით აღნიშნული პროექტი ტრადიციად იქცა და წელსაც, თბილისის მერიის ხელშეწყობით, ილია ჭავჭავაძის ღვაწლის დასაფასებლად და საზოგადოებაში მისი ღირებულებების უკვდავყოფის მიზნით 12 სექტემბერს ღონისძიებების ციკლი სიონის ტაძრის ეზოდან დაიწყება. 12 სექტემბრის 13:00 საათზე სიონის ტაძრის ეზოში საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ სალიტერატურო სფეროს წარმომადგენლები. შემდეგ კი მოეწყობა მსვლელობა სიონის ტაძრიდანმთაწმინდის პანთეონისკენ, სადაც აღევლინება პარაკლისი. პროექტის ფარგლებში, წელს პირველად გაიცემა „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული ღვაწლისათვის“. სხვადასხვა თაობის ხელოვანები და ფოლკლორისტი მუსიკოს-შემსრულებლები წარმოადგენენ თეატრალიზებულ დადგმებს ილიას ნაწარმოებებისა და ილიას თემაზე შექმნილი პოეტური და პროზაული ნაწარმოებების მიხედვით. ასევე,დაგეგმილია გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. გარდა ამისა, საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ღია სცენაზე წარმოდგენილი იქნება ახალი დრამატურგიული ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი„საუკუნის მკვლელობა“ (რეჟ.: გიორგი სავანელი) - ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. პროექტის ნებისმიერ აქტივობაზე, მსურველთათვის დასწრება თავისუფალი იქნება. 2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 180, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი სრულდება. ღონისძიებას დაესწრებიან შიდა ქართლიდან დევნილი, ასევე, ფრეზეთის, წეროვანის, კარალეთის და შაუმიანის დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები მოსწავლეები. (NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)