|
2017-09-11 05:33:57, 2152 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციას შეხვდა
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა იყო. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას, რაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და ქვეყნის სოციალურ განვითარებას ისახავს მიზნად. ყურადღება დაეთმო ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე - საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს. პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც ეკონომიკური რეფორმების ბლოკს, განათლების სისტემის რეფორმას, ქვეყნის სივრცით მოწყობას და მმართველობის რეფორმას მოიცავს. გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა ორიენტირებულია საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერაზე. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმა, გეგმის მიხედვით, 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება, ამჟამად კი მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ხორციელდება საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური უზრუნველყოფა. შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო, საქართველოს პირველი ვიცე- პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები - არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია დაესწრნენ.
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
ტრამპი აშშ-ის წარმომადგენელს პუტინის ეკონომიკურ ფორუმზე სანქტ-პეტერბურგში გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)