|
2017-09-10 06:39:35, 2141 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: იმდენად ეშინიათ, რომ ვერ შეძლებენ ჩემს დაკავებას უკრაინაში, გადაწყვიტეს, პოლონეთში მძევლების დახმარებით დამაკავონ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად კვლავ მატარებელში იმყოფება. მისი შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტი უკრაინას მთელი მსოფლიოს თვალში სასაცილო მდგომარეობაში აყენებს: „მრავალ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ბევრი სიტუაცია მაქვს ნანახი, მაგრამ მსგავსი სიტუაცია არ მინახავს, პოროშენკო უკრაინას აყენებს სასაცილო მდგომარეობაში მთელი მსოფლიოს წინაშე. მას შემდეგ, რაც უკრაინას მისცეს უვიზო რეჟიმი ის იმაზე უარესად იქცევა, ვიდრე იანუკოვიჩი. იმდენად შეშინებულია, უკვე დაკარგა საღი აზროვნება, იმდენად ეშინიათ იმის, რომ ვერ შეძლებენ ჩემს დაკავებას უკრაინის ტერიტორიაზე, გადაწყვიტეს, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე მძევლების დახმარებით მოახდინონ ჩემი დაკავება. იმდენად არ სჯერათ თავიანთი მესაზღვრეების, თავიანთი ხალხის“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა გასცა ბრძანება, არ დაიძრას მატარებელი, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ დატოვებს მას. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას მატარებლით აპირებს. ექს პრეზიდენტის განცხადებით, მხარდამჭერებთან ერთად მან ეს გადაწყვეტილება პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მიიღო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)