17:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-10 05:29:11, 2231 ნახვა

საზოგადოება
შავნაბადას მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთის ფერდობზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით,  ამ დროისთვის, ნახანძრალი ტერიტორიიდან ცოცხალი ძალის გამოყვანის პროცესი მიმდინარეობს.

შავნაბადას მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის 700-მდე თანამშრომელი იყო ჩართული. რთული რელიეფის მიუხედავად, გაიჭრა გზები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ადგილზე შეყვანა მოხერხდა. ხანძრის გაჩენის პირველივე დღეებში, ცეცხლის უმოკლეს დროში ლიკვიდაციის მიზნით, პროცესებში ჩაერთო 2 ვერტმფრენი.

პრევენციის მიზნით, ადგილზე რჩება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა ნაწილი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics