06:28 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 07:43:41, 2346 ნახვა

მსოფლიო
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მიწისძვრა 6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

მიდიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტრეს პიკოსიდან სამხრეთ-დასავლეთით, 119 კილომეტრში, 33 კილომეტრის სიღრმეში იყო. სტიქია ადგილობრივი დროით, 04.49 საათზე მოხდა. რამდენიმე საათში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდა იყო.

აღსანიშნავია, რომ სეისმოლოგები ცუნამის წარმოქმნას არ გამორიცხავენ. მათივე თქმით, წყნარი ოკეანის მთელ რეგიონში მოსალოდნელია 30 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე ტალღები.

ადგილობრივი მედია წერს, რომ მიწისძვრის გამო მექსიკის რამდენიმე შტატში სკოლები დაიხურება.

სტიქიას ქვეყნის პრეზიდენტი ენრიკო პენა ნიეტო გამოეხმაურა. მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად ზარალი 50 მილიონ ადამიანს მიადგა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ ისევ გაიზრდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics