04:45 - 20 Aug, 2026
|
2017-09-08 03:55:27, 3205 ნახვა
კომენტარი
ირაკლი მექვაბიშვილი: აუდიტის სამსახური გახდება უფრო ეფექტური, მოქნილი და გამჭვირვალე
გენერალური აუდიტორობის კანდიდატმა ირაკლი მექვაბიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, როგორც გენერალური აუდიტორი, აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციონალურ განვითარებაზე იზრუნებს. „ის გამოცდილება, რაც შეძენილი მაქვს, თითქმის 25 წლიანი გამოცდილება საბანკო- საფინანსო სექტორში მოღვაწეობის დროს, მოხმარდება აუდიტის სამსახურის თვისობრივად ახალ დონეზე გადასვლას, სამსახური გახდება უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი და უფრო გამჭვირვალე. ჩვენ ყველანი გავერთიანდებით იმ ღირებულებების ირგვლივ, რომელიც არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა“,-აღნიშნა გენერალური აუდიტორობის კანდიდატმა ირაკლი მექვაბიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)